Jobs.GE



დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან

სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობდაზე.

ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელფასი: სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკურ სფეროში;
** არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება სამშენებლო/საინჟინრო სფეროში;
** სამშენებლო პროცესების კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** პროგრამების AutoCAD, ArchiCAD და Microsoft Project-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** გუნდური მუშაობის უნარი, ანალიტიკური აზროვნება;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტური მოქმედება;
** ეფექტური კომუნიკაციის და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტის ზედამხედველობა და შესრულება;
** საპროექტო არქიტექტურული და კონსტრუქციული დოკუმენტაციის წაკითხვა და არსებული პროექტის მიხედვით ხარჯთაღრიცხვის შემოწმება, ანალიზი და დასკვნის მომზადება;
** პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა, ანგარიშგების მომზადება და კონტროლი;
** სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** მონიტორინგი უსაფრთხოების, ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის კუთხით;
** სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვის და შესრულების კონტროლი;
** ყოველდღიური მეთვალყურეობა, ქვე-კონტრაქტორებთან და ინჟინერ-ტექნიკური პერსონალთან ურთიერთქმედება;
** სამუშაოების და მასალების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის დადგენა/დადასტურება;
** დროის, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@ensisi.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი