Jobs.GE



დასახელება: B2B გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: 4Service Group
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან

ჩვენ ვართ - კომპანია "4Service Group", ჩვენი მისია არის - მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება!

16 წელზე მეტია ჩვენი კომპანია ატარებს მარკეტინგულ კვლევებს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. კომპანია არის მისტიური მომხმარებლის პროვაიდერი აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის და ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენი წარმატებული მუშაობა აღიარებული არის საერთაშორისო ორგანიზაცია MSPA-ს მიერ, რომლის წევრიც ვართ უკვე 10 წელია.

ჩვენი კლიენტები არიან - საერთაშორისო და ლოკალური წამყვანი კომპანიები. ჩვენ ვართ გაბედულები და ნიჭიერები, არ ვჩერდებით მიღწეულ შედეგებზე, ვვითარდებით და ვიზრდებით. ამიტომ ყოველთვის მოხარულები ვართ მივიღოთ ჩვენს გუნდში აქტიური და საინტერესო ადამიანი.

შემოგვიერთდი!

ამ ეტაპზე ვეძებთ: გაყიდვების მენეჯერს (B2B)

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კომერციული შეთავაზების, სატენდერო დოკუმენტაციის, საპრეზენტაციო მასალების მომზადება;
** შეხვედრების და პრეზენტაციების ჩატარება;
** ახალ კლიენტებთან კომუნიკაცია;
** სატესტო პროექტების ორგანიზაცია და ჩატარება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება - მინიმუმ 2 წელი გაყიდვების მენეჯერის/ბიზნეს განვითარების მენეჯერის პოზიციაზე (B2B)
** კომპანიის მართველებთან მოლაპარაკების წარმოების უნარები;
** მსხვილ კომპანიებთან გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმების გამოცდილება;
** რუსული ენის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

** ახალგაზრდა მეგობრული კოლექტივი;
** კომფორტული ოფისი;
** ფიქსირებული ხელფასი +%;
** მობილური კავშირი, Notebook;
** სამუშაო გრაფიკი 9:00-18:00;
** ანაზღაურებადი შვებულება.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე რუსულ ან ინგლისურ ენაზე, მისამართზე: 4service@client.jobs.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი