Jobs.GE



დასახელება: ავტოპარკის კოორდინატორი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 18 დეკ

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ 2017 წელს მიიღო საბანკო საქმინობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

თანამდებობა: ავტოპარკის კოორდინატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

თანამდებობის მიზანი:

კომპანიის საკუთრებაში არსებული და იჯარით აღებული სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურება და მათი მოვლა. საწვავის კონტროლი და მძღოლების მონიტორინგი.

ზოგადი სამუშაო მოთხოვნები:

** კრედოს ფილოსოფიის და მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
** ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, ხელმძღვანელის მიერ წამოყენებული ამოცანების შესრულება, შესაძლებლობების ფარგლებში;
** საქმიანობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად.
** კრედო ბანკის მიმართ მაღალი ლოიალობა.

სამუშაო აღწერილობა:

** კომპანიის მიერ დადგენილ ტრანსპორტირების პოლისის და პროცედურების საფუძველზე სამუშაოს შესრულება მისი კომპეტენციისა და მოვალეობის ფარგლებში;
** უშუალო უფროსთან ერთად საოპერაციო პროცედურების შესაძლო უკეთესი პროცესების ჩამოყალიბება;
** კომპანიის კუთვნილი ავტოპარკისა და თითოეული მანქანის მოვლა;
** შესაკეთებელი და გეგმიურად ჩასატარებელი პროცედურების (ზეთის შეცვლა, ჰაერის ფილტრი) მონიტორინგი;
** ავტომანქანების ტექნიკური და ვიზუალური გამართული მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი;
** ავტომანქანების შეკეთების უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** კომპანიის მიერ შერჩეულ სერვის მომწოდებლებთან თანამშრომლობა და მათთან კომუნიკაცია;
** მონაცემების შეტანა არსებულ ბაზაში და ყოველთვიური ანგარიშის გაგზავნა უშუალო ხელმძღვანელთან;
** ავტომანქანების დაზღვევა და მისი მონიტორინგი;
** უშუალო ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება კომპეტენციის ფარგლებში;
** სითი პარკის მომსახურების მონიტორინგი;
** ავტოსაგზაო შემთხვევებში უშუალო მონაწილეობის მიღება და ჩართულობა;
** ახალი ავტომანქანების / საბურავების შეძენის უზრუნველყოფა;
** კომპანიის ავტომანქანებზე ყველანაირი გადასახადის გადახდის უზურნველყოფა, პოლისით გათვალისწინებულ სქემის მიხედვით;
** სასაქონლო ზედნადებების გამოწერა და დასრულების რეჟიმში გადაყვანა კომპანიის საკუთრებაში რიცხული საქონლის/ძირითადი საშუალებების ტრანსპორტირების დროს;
** საგადასახდო ა/ფ კონტროლი - ოფისების (სერვისცენტრის) მიერ გაწეულ ხარჯებზე გამოწერილი პირველადი საგადასახდო დოკუმეტაციის კონტროლის მიზნით.
** ყველა საოპერაციო სამუშოს შეთანხმება-შეჯერება უშუალო უფროსთან
** სერვისცენტრების ლოჯისტიკებთან კომუნკაცია და მათი კოორდინაცია.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება;
** ავტოპარკის კოორდინატორად მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;
** მენეჯერული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
** ორგანიზების უნარი;
** პასუხიმგებლობის გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** პრობლემის ეფექტურად გადაჭრის უნარი;
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

დანტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 18 დეკემბრადე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge და გთხოვთ წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება: "ავტოპარკის კოორდინატორი".

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, სივების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი