Jobs.GE



დასახელება: სესხის ოფიცერი - თბილისი, საგარეჯო
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 13 დეკ

სს "კრედო ბანკი" არის კომერციული ბანკი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. ორგანიზაციამ 2017 წელს მიიღო საბანკო საქმიანობის შესახებ ლიცენზია. ს.ს "კრედო ბანკის" ერთერთ მიზანს წარმოადგენს საქართველოში ბიზნესის განვითარება და გაფართოება სესხების გაცემის გზით. ს.ს "კრედო ბანკი" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ ვეძებთ გამოცდილ სესხის ოფიცერს საგარეჯოში. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი ცხოვრობს თბილისში, აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, იცნობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტს და აქვს სურვილი და შესაძლებლობა დასაქმდეს საგარეჯოში, "კრედო ბანკი" დაფარავს ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა ხარჯს.

თანამდებობა: სესხის ოფიცერი
სამუშაო ადგილი: თბილისი - საგარეჯო

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტი;
** საპენსიო დაზღვევა;
** პროფესიული ტრენინგები;

პოზიციაზე არსებული პირობები:

** გამოსაცდელი ვადის პერიოდში - ფიქსირებული ანაზღაურება;
** შტატში მუშაობისას - ფიქსირებული ანაზღაურება და ყოველთვიური ბონუსი.

პირობები აღნიშნული მიმართულებით 1 წლის გამოცდილების მქონე აპლიკანტებისათვის:

** პრაქტიკანტობის ვადა 1 თვე (დამოკიდებულია კანდიდატის მზაობაზე)
** ანაზღაურება პრაქტიკის პერიოდში 300 ლარი (ხელზე ასაღები)
** ანაზღაურება 1 თვის შემდეგ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში 200 დოლარის ექვივალენტი ლარში - (ხელზე ასაღები)
** ანაზღაურება 6 თვის შემდეგ 640-1040 ლარი + ყოველთვიური ბონუსი; (ხელზე ასაღები)
** სამუშაო გრაფიკი - სრული.

1 წელზე მეტი გამოცდილების მქონე კანდიდატის შემთხვევაში განვიხილავთ 6 თვის შემდეგ განსაზღვრული ანაზღაურების შეთავაზებას.

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა;
** სასესხო განცხადებების ანალიზი და კლიენტების ბიზნესის შეფასება;
** საკრედიტო კომიტეტისათვის კლიენტების შესახებ რეკომენდაციის მიცემა;
** საკრედიტო კომიტეტის დადასტურების შემთხვევაში სესხის გაცემის უზრუნველყოფა;
** სესხის გადახდის პროცესის მონიტორინგი;
** ვადაგადაცილებული გადახდების მართვა;
** ფილიალის მენეჯერის დახმარება სხვა დავალებების შესრულებაში.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფინანსების ან ეკონომიკის სპეციალობით);
** ნებისმიერი სამუშაო გამოცდილება განიხილება პრიორიტეტად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** პრაქტიკის გავლის შემდეგ აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge არაუგვიანეს 13 დეკემბრისა. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი სამუშაო ადგილი (მაგ. "სესხის ოფიცერი საგარეჯო").



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი