Jobs.GE



დასახელება: ექსპერტი/წარმოების ტექნოლოგი
მომწოდებელი: Start - Business Solutions
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 15 დეკ

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია Start – Business Solutions აცხადებს ვაკანსიას პროექტში მონაწილეობისთვის, ექსპერტის/წარმოების ტექნოლოგის პოზიციაზე გათბობის რადიატორების დარგში.

ძირითადი მოვალეობები:

** ზედმიწევნით კარგად ფლობდეს პანელური, გათბობის რადიატორების სპეციფიკაციას და ერკვეოდეს მათ სახესხვაობებში;
** იცნობდეს გათბობის რადიატორების შემადგენელ ელემენტებს;
** იცნობდეს რადიატორების წარმოების პროცესებსა და მის თანმიმდევრობას;
** იცნობდეს წარმოების ISO სტანდარტებს;
** შეძლოს წარმოების პროცესში დანერგოს წარმოების საუკეთესო პრაქტიკა;
** უზრუნველყოს წარმოების სრული ციკლის კონტროლი;
** შეძლოს წარმოებისთვის აუცილებელი ელემენტების სწორად შერჩევა;
** მისცეს მითითებები მის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს;
** კარგად შეისწავლოს მანქანა-დანადგარების მუშაობის პრინციპები, აითვისოს ახალი დანადგარების მუშაობა და მოახდინოს მოძველებული მანქანების ხმარებიდან ამოღება;
** უზრუნველყოს საწარმოო პროცესის გაწერა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნილებები:

** აუცილებელია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია აპლიკანტი კარგად იცნობდეს ინდუსტრიაში არსებულ სიტუაციას.

საჭირო უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ინიციატივის მქონე;
** კარგი კომუნიკაციის უნარი როგორც წერილობით, ისე ზეპირად.

საქმიანობის სფერო: წარმოება
სქესი: მამრობითი
ასაკი: 26-50 წელი
კარიერის დონე: გამოცდილი სპეციალისტი
გამოცდილება: 3 - 7 წელი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) 2017 წლის 15 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე info@startbs.ge / m.sulashvili@startbs.com სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ექსპერტი პანელური, გათბობის რადიატორების წარმოების დარგში“.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი