Jobs.GE



დასახელება: ადმინისტრაციული თანაშემწე
მომწოდებელი: ლილო პროდაქტ სერვისი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან

შპს "ლილო პროდაქტ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ პორტალ Liloshop.ge -თვის ადმინისტრაციული თანაშემწის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი/გამავალი კორესპონდენციის და დოკუმენტაციის მართვა-ადმინისტრირება;
** თანამშრომლებისთვის და დირექტორებისათვის შეხვედრების ორგანიზება;
** წერილების მომზადება/თარგმნა;
** თანამშრომლების შვებულებების ორგანიზება;
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე და მეილებზე დროული რეაგირება;
** საოფისე-საკანცელარიო ნივთების კონტროლი, შესყიდვები, ანგარიშსწორება; ** კომპანიისთვის შიდა დოკუმენტაციის მომზადება;
** უშუალო ხელმძღვანელის/კოორდინატორის დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული რუსული და ინგლისური ენის ცოდნა;
** დოკუმენტაციასთან და კორესპონდენციასთან მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ინიციატურობა და მოწესრიგებულობა;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 დან 18:00 მდე შესვენება 1 საათი.

თუ თვლით, რომ თქვენი კომპეტენცია და გამოცდილება შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ შემდეგ მეილზე: g.mkheidze@liloshop.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 06.01.2018.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი