Jobs.GE



დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ლილო პროდაქტ სერვისი
გამოქვეყნდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 6 იან

შპს "ლილო პროდაქტ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ პორტალ Liloshop.ge -თვის საწყობის მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა, დასაწყობება და აღრიცხვის (დანაკლისების და მეტობის აღრიცხვა) შედეგების მიწოდება ლოგისტიკის დეპარტამენტისთვის;
** მომხმარებლისთვის გამოწერილი ინვოისის საფუძველზე მათზე პროდუქციის გაცემა;
** შეკვეთილი პროდუქციის გაცემა, ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის ჩამოწერა და პროგრამულად ასახვა;
** დანაკლისი და ზედმეტი პროდუქციის არსებობის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება ლოგისტიკის ჯგუფისთვის;
** მარაგების მართვა, პროდუქციის შეკვეთა გაყიდვებისა და ნაშთის მიხედვით;
** საწყობის ფუნქციონირებისთვის საჭირო საკანცელარიო და სამეურნეო პროდუქციის გამოწერა;
** შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** რეპორტების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება.
** საწყობში მუშაობის გამოცდილება.
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. (სასურველია ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა).
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა (Word, Excel)

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ლოგიკური აზროვნება;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობისა და პრობლემების დროულად მოგვარების უნარი.

სამუშაო საათები: ორშაბათი - პარასკევი , 10:00 დან 18:00 მდე შესვენება 1 საათი.

თუ თვლით, რომ თქვენი კომპეტენცია და გამოცდილება შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (ქართულ ენაზე) გამოგზავნოთ შემდეგ მეილზე: g.mkheidze@liloshop.ge სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 06.01.2018.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი