Jobs.GE



დასახელება: მოლარე-მენეჯერი, ღამის მოლარე
მომწოდებელი: მასტერ ფუდი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან

შპს "მასტერ ფუდი" წარმოადგენს სწრაფი კვების ობიექტების ქსელს, რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი.

თბილისის მასშტაბით წარმოდგენილია ოთხი ასეთი ობიექტი - გლდანი (ვეკუას ქ#14), ვარკეთილი (ჯავახეთის ქ#2), სააკაძე (შარტავა ქ#2) და თამარ მეფის გამზ.#13, ხოლო ერთი - ქ. რუსთავში (მეგობრობის ქ #12).

1. მოლარე მენეჯერი

სამუშაო განკვეთი 9 სთ-იანი ცვლა (დღე/ღამე).

ძირითადი მოვალეობები:

** ფილიალის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
** პერსონალის მართვა
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა
** მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა
** მარაგების კონტროლი

2. ღამის მოლარე

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა
** მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება

აუცილებელი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** სამუშაოს სწრაფად და ეფექტურად შესრულების უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: hr@shaurmaclub.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი