Jobs.GE



დასახელება: ინფორმაციის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: პროპაგანდა
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 15 დეკ

სახელოვნებო ორგანიზაცია "პროპაგანდა", რომლის მიზანია თანამედროვე ხელოვნების განვითარება, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული კუთხით, აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამისი ტრენინგის გავლის შემდეგ, რომელსაც "პროპაგანდა" უზრუნველყოფს, ორგანიზაციის ვებგვერდის ინფორმაციით შევსება და მუდმივი განახლება;
** სოციალური მედია სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და განხორციელება;
** ვერბალური და წერილობითი კორესპონდენცია;
** ორგანიზაციის საქმიანობის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტიპის მომსახურების შესახებ ბაზრის კვლევა და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Illustrator, InDesign, Photoshop ან სხვა დიზაინ-პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედია მენეჯმენტის გამოცდილება;
** კორესპონდენციის/მესიჯ ბოქსის გამართულად წარმართვის უნარი წერილობით და ვერბალურად, როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტიზაციის და სამუშაო დატვირთვის განაწილების უნარი.

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 10:30 - 19:00
ანაზღაურება: 800 ლარი

საბუთების მიღება:

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი CV/Resumé არაუგვიანეს 15 დეკემბრისა (18:00), ელ. ფოსტაზე: info@propaganda.network

გთხოვთ, წარმოდგენილ დოკუმენტში ნათლად წარმოაჩინოთ ის გამოცდილება, რაც შეესაბამება "პროპაგანდას" ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი