Jobs.GE



დასახელება: ძირითადი აღმზრდელი/დედობილი, მამობილი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 16 დეკ
თანდართული ფაილი: 160353-sos-app.zip

ასოციაცია საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ძირითადი აღმზრდელი პირები: დედობილი, მამობილი.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი აღმზრდელის (დედობილის და მამობილის) მოვალეობაა ოჯახში შექმნას თბილი, სიყვარულით სავსე ატმოსფერო და იზრუნოს ბავშვებზე იმისათვის, რომ ისინი ოჯახისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები გახდნენ. შესაბამისად, ძირითადი აღმზრდელი მონაწილეობას იღებს ბავშვების ინდივიდუალური განვითარების გეგმების წარმოებაში, რათა დროულად დაეხმაროს მათ ცოდნის მიღებაში, ხელი შეუწყოს ბავშვების სოციალური უნარების განვითარებასა და მათ მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ბავშვებისათვის თბილი და მოსიყვარულე ოჯახური გარემოს შექმნა;
** მათ პასუხისმგებლობაში არსებული ოჯახის (მცირე საოჯახო ტიპის სახლი) მეურნეობის გაძღოლა;
** ბავშვის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მზრუნველი ოჯახური გარემოს შეთავაზებით და ბავშვის საჭიროებების გათვალისწინებით, ინდივიდუალური გეგმების განვითარების გზით;
** თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების სწორად განსაზღვრა მათი სურვილებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, აქტიური მონაწილეობა ბავშვის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შექმნაში მონაწილე სხვა სპეციალისტებთან ერთად (სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და ა.შ.);
** ბავშვების ეტაპობრივად მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
** მჭიდრო კავშირების დამყარება თემთან და მონაწილეობის მიღება თემის ცხოვრებაში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი;
** ბავშვებთან მუშაობის მზაობა და სურვილი;
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
** კრიტიკულ სიტუაციებში თავის გართმევის უნარი;
** ურთიერთობების დამყარების უნარი;
** მზაობა თვითგანვითარებისთვის;
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება.

ოჯახური მდგომარეობა: წყვილი უნდა იმყოფებოდეს ოფიციალურ ქორწინებაში მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში;

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.
** დამატებითი სამუშაო პირობები
** წყვილი ცხოვრობს მცირე საოჯახო ტიპის სახლში და სარგებლოს კვირაში ერთი დასვენების დღით.
** ორგანიზაცია იღებს ვალდებულებას თითოეულ აღმზრდელს ყოველთვიურად გადაუხადოს ხელფასი და სრულად დაფაროს მცირე საოჯახო ტიპის სახლში ყოფნის პერიოდში აღმზრდელების კვების და კომუნალური ხარჯები;
** აღმზრდელები ისარგებლებენ შემდეგი სახის ბენეფიტებით: სამედიცინო და საპენსიო დაზღვევა, შვებულება 41 კალენდარული დღის ოდენობით, ტელეფონის ლიმიტი და სხვა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2017 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით, ან დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის 11ა ტელ: 2204283. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურ საქმიანობას ეწევა ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში. შესაბამისად, სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მათი ოჯახების საჭიროებების გათვალისწინებით, ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს, როგორც ოჯახის დამხმარე, ისე ალტერნატიული მომსახურებების განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ბავშვებისა და მათი მშობლების სოციალური ფუნქციონირების გაუმჯობესებას.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children`s Villages International"-ის პოლიტიკის შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 134 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი