Jobs.GE



დასახელება: პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან

შპს "კანტს" ესაჭიროება კვალიფიციური იურისტი პრობლემური აქტივების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: შეთანხმებით.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პრობლემურ დებიტორებთან ურთიერთობა, მათთან მოლაპარაკების წარმოება, ვალდებულების დაფარვის უზრუნველყოფა.
** დავალიანების ეტაპობრივად დაფარვის მონიტორინგი და კონტროლი;
** დავალიანების მქონე დებიტორებთან ადგილზე ვიზიტი და შეთანხმება დავალიანების გადახდის შესახებ.
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს პრობლემური დებიტორების ქონების მოძიება.
** უზრუნველყოს პრობლემური დებიტორების ფინანსური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და მიღება.
** უზრუნველყოს განცხადებების, სარჩელების მომზადება, შესაბამის ორგანოებში წარდგენა და დავის წარმოება.
** ასევე შეასრულოს სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობები.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (იურიდიული)
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

საჭირო უნარ-ჩვევები:

** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაციის უნარი.
** ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზება და დაგეგმვა;
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა;

ანაზღაურება ბონუსური სისტემით, შესრულებული სამუშაოს შესაბამისად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV: Hr@kanti.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი