Jobs.GE



დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: სმაილი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 15 დეკ

კომპანია "SMILEY" საქართველოს ბაზარზეა 1995 წლიდან. კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე და მსოფლიო ბრენდების ფართო არჩევანი. ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "SMILEY", აცხადებს ვაკანსიას მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-20:00;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მოლარე ოპერატორის პოზიციაზე;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; (სასურველია)

ძირითადი ფუნქციები:

** გაყიდული ნივთის 1С პროგრამაში გატარება;
** სალაროს ნაღდი/უნაღდო ოპერაციების წარმოება და აღრიცხვაზე პასუხისმგებლობა;
** ოპერაციების პროგრამული შესრულება;
** ზედნადებისა და ანგარიშფაქტურის გამოწერა პროგრამულად;
** მიღება-ჩაბარების აქტის გამოწერა.
** სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით;

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 დეკემბერი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@geosmiley.ge და ვაკანსიის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი