Jobs.GE



დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: სტერეო+
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 22 დეკ

შპს "სტერეო +" აცხადებს იურისტის ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ.
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სარჩელების, განცხადებების, ხელშეკრულებების, შეთანხმებების და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება;
** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი მხარდაჭერა;
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების წარმოება;
** კომპანიის ინტერესების დაცვა სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და კერძო პირებთან ურთიერთობაში;
** სხვა იურიდიული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება უშუალო უფროსის დავალების შესაბამისად;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

უმაღლესი იურიდიული განათლება;
მედია და სატელეკომუნიკაციო სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა;
ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ადმინისტრაციულ ორგანოებში წარმომადგენლობის გამოცდილება;
სასამართლოში წარმომადგენლობის გამოცდილება;
სასურველია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობა (საერთო ან სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით);
კომპიუტერის საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირების და მუშაობის უნარი.
** დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნოთ მისამართზე: contact@stereoplus.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება;

განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 22 დეკემბერი.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი