Jobs.GE



დასახელება: ტენდერი სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შესყიდვაზე
მომწოდებელი: USAID REAP პროექტი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 19 დეკ
თანდართული ფაილი: 160327-REAP-RFQ-0131.zip

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)/საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტი წარმოადგენს ხუთწლიან პროგრამას, რომლის ბიუჯეტი შეადგენს $22.5 მილიონს. პროგრამის მიზანია სოფლად შემოსავლების ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, აგრობიზნესში ინვესტიციების მოზიდვა და ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფა. კერძოდ, გათვალისწინებულია მექანიზაციისა და ფერმერთა მომსახურების ცენტრების, სასაწყობო მეურნეობის, დამახარისხებელი, მცირე და საშუალო ზომის გადამამუშავებელი საწარმოების დახმარება, რის შედეგადაც ამაღლდება სოფლის მეურნეობის დარგში არსებული მომსახურების ხარისხი. პროექტი ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციების მოზიდვას, შეამცირებს სოფლად მცირე და საშუალო საწარმოებისა და მეწარმეთათვის არსებულ რისკ - ფაქტორებს, გააძლიერებს მდგრად კომერციულ კავშირებს მომსახურების ცენტრებს, მწარმოებლებს, სასაწყობე საწარმოებსა და ადგილობრივ ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის. პროგრამა უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას გრანტის მიმღებ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის, რაც ხელს შეუწყობს სოფლად დასაქმების მაჩვენებლის ზრდას.

REAP პროექტს სურს მიიღოს ფასთა კოტირებები ნებადართული ორგანიზაციებისაგან სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მოწოდებისათვის. ამ მომსახურებისათვის REAP აპირებს გააფორმოს ქვეკონტრაქტი ფიქსირებული ფასით (რაც ითვალისწინებს გადახდებს წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე). სავარაუდოდ, ქვეკონტრაქტის მინიჭება მოხდება 2018 წლის 8 იანვრამდე. საქონლის მოწოდების სავარაუდო პერიოდია არაუგვიანეს 2018 წლის 5 თებერვალი. მიწოდება მოხდება: საქართველო, ქვემო ქართლის რეგიონი, სოფელი წალკა.

გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი შემოთავაზება თანდართულ დოკუმენტში აღწერილი მომსახურების გაწევისათვის ქვემოთ მოცემული RFQ-ის ("მოთხოვნა ფასთა კოტირებისათვის") ინსტრუქციებისა და პირობების შესაბამისად.

შესყიდვა განხორციელდება ერთ ლოტად: ლოტი #1: ტრაქტორი (35-40 ცხ.ძ).

წინამდებარე "მოთხოვნა ფასთა კოტირებისათვის" შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

** შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა;
** შეკითხვები/განმარტებები;
** აკრძალული წყაროები;
** ტენდერში მონაწილეების შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან;
** ფასთა კოტირებები;
** RFQ-ის ("მოთხოვნა ფასთა კოტირებისათვის") პირობები;
** კონტრაქტის მინიჭების საფუძველი;
** მოლაპარაკებები;
** განხორციელების ადგილი;
** კონტრაქტი და ანაზღაურების პირობები;
** ტექნიკური დავალება;
** წინამდებარე RFQ-სთან ("მოთხოვნა ფასთა კოტირებისათვის") დაკავშირებით ნებისმიერი მიმოწერა და/ან ინფორმაციის მოძიება უნდა განხორციელდეს წინამდებარე RFQ-ის ("მოთხოვნა ფასთა კოტირებისათვის") ინსტრუქციების შესაბამისად.

შემოთავაზების წარმოდგენის საბოლოო ვადა:

შემოთავაზებები შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით ან დალუქულ კონვერტში არაუგვიანეს 2017 წლის 19 დეკემბრისა თბილისის დროით 18:00 საათზე, ქვემოთ მოცემულ მისამართზე. დაგვიანებული შემოთავაზება არ იქნება გათვალისწინებული. თქვენი შემოთავაზება უნდა გამოგზავნოთ ქვემოთ მითითებულ ელ-მისამართზე. დოკუმენტაციის ბეჭდურად წარდგენის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება მოათავსეთ დალუქულ კონვერტში. კონვერტზე უნდა აღინიშნოს შემომთავაზებელი კომპანიის სახელწოდება და RFQ-ის ("მოთხოვნა ფასთა კოტირებისათვის") ნომერი RFQ-REAP-0131.

CNFA-საქართველო
კოსტავას ქ. №47, ოთახი 22, 0179, თბილისი, საქართველო
მანანა ქაქუჩაია
ადმინისტრაციისა და ფინანსების დირექტორი
ტელ: +995 322 982207/13/14/18
procurement@georgiareap.org



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი