Jobs.GE



დასახელება: იურისტ-კოლექტორი
მომწოდებელი: იურიდიული კომპანია
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან

იურიდიული კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრობლემური სესხების მართვის ჯგუფში იურისტ კოლექტორის თანამდებობაზე.

ფუნქციები:

** პრობლემურ კლიენტებთან ურთიერთობა;
** სატელეფონო ზარების განხორციელება;
** მოლაპარაკებების წარმოება;
** სიტუაციური ანალიზი;
** პორტფელის მართვა;
** საჭიროების შემთხვევაში მსესხებლის საცხოვრებელ ადგილზე გასვლა;
** ყოველდღიური რეპორტი;
** საჭიროების შემთხვევაში აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სასამართლოში კომპანიის წარმომადგენლობა
** გუნდური მუშაობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
** მოლაპარაკების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.
** სტრესულ და დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ენერგიულობა, არგუმენტირებული მეტყველება, დარწმუნების უნარი.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** ანაზღაურება განისაზღვრება ფიქსირებული ხელფასით და ბონუსით.
** ბენეფიტი: გადაადგილებისათვის აუცილებელი ხარჯები, უფასო სასაუბრო დრო.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტო შემდეგ ელ.მისამართზე info@limitlesslawfirm.ge და გთხოვთ, მიუთითოთ წერილის სათაურში იმ ვაკანსიის სახელწოდება, რაზეც შემოგაქვთ საბუთები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება!

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 5 იანვარი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრების ჩასატარებლად კანდიდატთა შეზღუდულ რაოდენობას დაუკავშირდებიან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი