Jobs.GE



დასახელება: საცალო გაყიდვების მიმართულების უფროსი - ბათუმი
მომწოდებელი: ალდაგი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 19 დეკ

სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას საცალო გაყიდვების მიმართულების უფროსის პოზიციაზე, ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** რეგიონში საცალო დაზღვევის მიმართულებით ბაზრის ათვისება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთან დაკავშირება და მათთვის საცალო სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** აგენტებისა და კოორდინატორების მართვა;
** დასახული გაყიდვების გეგმის შესრულება;
** რეგიონში საცალო პროდუქტების მზარდი გაყიდვების უზრუნველყოფა;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელობასთან;
** დაზღვევასთან დაკავშირებულ სახელმწიფო პროექტებში ჩართვა და რეგიონის მასშტაბით პროექტის მართვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/კლიენტებთან ურთიერთობების სფეროში;
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** მნიშვნელოვანია სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office - ის პროგრამების კარგი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** სტრესული სიტუაციის მართვის უნარი.

გთხოვთ, დაინტერესებულ პირებს გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2017 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, Subject line-ში მიუთითოთ "საცალო გაყიდვების მიმართულების უფროსი ბათუმში".

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი