Jobs.GE



დასახელება: დისტრიბუტორი - ქუთაისი
მომწოდებელი: ნარცისი საკონდიტრო
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან

საკონდიტრო კომპანიას "ნარცისი" ესაჭიროება 20-დან 35 წლამდე მამაკაცები დისტრიბუტორის თანამდებობაზე ქუთაისში.

მოთხოვნები:

** ავტომობილის მართვის მოწმობა;
** კომუნიკაბელურობა, მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი;
** საკუთარი მიკროავტობუსი ფორდ ტრანზიტი ან სხვა.

მოვალეობები:

** თანხების ამოღება, პროდუქციის დალაგება, პროდუქციის დაბრუნება და სხვა.
** სამუშაო პირობების შესაბამისად წინა ვიზიტისას დატოვებული თანხის ამოგება
** დებიტორული დავალიანებების კონტროლი.
** ობიექტებთან არსებული ფინანსური პრობლემების მოგვარება, საჭიროების შემთხვევაში

მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

1. ანკეტების/რეზიუმეების გადარჩევა;
2. გასაუბრება;

წარმატებულად გავლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს გაუფორმდებათ 1 თვიანი ხელშეკრულება საგამოცდო პერიოდით. საგამოცდო პერიოდის შემდეგ ხელფასი განისაზღვრება რეალიზებული პროდუქციის შესაბამისად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV ფოტოსურათთან ერთად გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-მისამართზე: kaxameparishvili@mail.ru (CV ფოტო-სურათის გარეშე არ განიხილება, ელ. ფოსტის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ სასურველი პოზიცია).



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი