Jobs.GE



დასახელება: მოლარე-ოპერატორი - ბათუმი
მომწოდებელი: რიკო ექსპრესი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან

"რიკო ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას დღე-ღამის ცვლის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. ბათუმში, თბილისში მუშაობის პერსპექტივით.

საწყისი ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები) + სამედიცინო დაზღვევა.

მოთხოვნები:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
** მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები.
** კომპიუტერის ელემენტარული ცოდნა.
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
** სასურველია აპლიკანტს გააჩნდეს სალაროსთან მუშაობის გამოცდილება.

კანდიდატები მზად უნდა იყვნენ გაიარონ სტაჟირება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან (3x4) ერთად გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancybatumi@ricocredit.com და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება, ან მოიტანოთ მისამართზე: ქ. ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. 25, ან ბარათაშვილის ქ. 18.

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი