Jobs.GE



დასახელება: ტენდერი სანერგე მასალის მოწოდებაზე, სადემონსტრ. ბაღების მოწყობაზე
მომწოდებელი: აგროსერვისი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ
თანდართული ფაილი: 160288-agroservice-tender-demo2.zip

პროექტი "მეხილეობის განვითარების ხელშეწყობა კახეთში"
პროექტის განმხორციელებელი: HEKS/EPER და კავშირი "აგროსერვისი"

პროექტის მიზანს წარმოადგენს:

კახეთის რეგიონის ხილის მწარმოებელი მცირე და საშუალო ფერმერების შემოსავლების ზრდის ხელშეწყობას, რაც გამოიხატება:

** თანამედროვე ტიპის მეხილეობის საკითხებში ცოდნის და ინფორმაციის ხელმისაწვდომლობის გაზრდაში;
** თანამედროვე ჯიშების და ნერგების ტიპების ხელმისაწვდომლობის გაზრდაში;
** ფერმერთა ჯგუფების უკეთ ორგანიზებაში და საბაზრო კავშირების დამყარების ხელშეწყობაში.

გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში პროექტი მიზნად ისახავს თანამედროვე ტიპის სანერგე მასალის მომარაგებას და პროექტის ბენეფიციარებისათვის სადემონსტრაციო ბაღების და სანერგე მეურნეობების მოწყობას. პროექტი გეგმავს კენკროვანების და სხვადასხვა სახეობის ხეხილის ნერგების და საძირეების შესყიდვას (იხილეთ დანართი 2).

მოთხოვნები ტენდერში მონაწილეობის მსურველთათვის:

მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** სამოტივაციო წერილი, რომელსაც ხელს აწერს მონაწილის უფლებამოსილი წარმომადგენელი (შაბლონი იხილეთ დანართი 1-ში);
** ოფიციალური კოტირება, შემოთავაზებული სარგავი მასალების სპეციფიკაციების ჩათვლით (ფორმატის ნიმუუში იხილეთ დანათი 2-ში);
** შემოთავაზებულ მასალებზე არსებული ხარისხის და ჯიშების სისუფთავის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

ორგანიზაციის შემთხვევაში:

- ოფიციალური რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
- კომპანიის მისამართი, ტელეფონი;
- საბანკო რეკვიზიტები;
- პროდუქციის მოწოდების ვადები და პირობები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, მასზედ რომ არ ხორციელდება კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

ფიზიკური პირის შემთხვევაში:

- პირადობის მოწმობის ასლი
- საკონტაქტო პირის სახელი, გვარი, ტელეფონი;
- ფიზიკური პირის მიერ შესრულებული მსგავსი დავალებების ჩამონათვალი;
- დავალების შესრულების ბიუჯეტი;
- საბანკო რეკვიზიტები.
- პროდუქციის მოწოდების ვადები და პირობები.

ფასთა კოტირებები:

დანართის შესაბამისად, ფასთა კოტირებები წარმოდგენილი უნდა იყოს ფიქსირებული ფასის სახით, ყველა დანარიცხებით, მიწოდების მომსახურების და დღგ-ს გადასახადების გარდა. ფასები მოცემული უნდა იყოს ქართულ ლარში. წინადადებები ძალაში უნდა იყოს არანაკლებ სამოცი (60) კალენდარული დღის განმავლობაში, წინადადებების წარდგენის ბოლო ვადიდან. მონაწილეებს მოეთხოვებათ წინადადებების წარდგენა მოცემული ცხრილის სახით.

გარდა ამისა, მონაწილეებმა, რომლებიც უპასუხებენ განცხადებას, უნდა წარმოადგინონ "მოთხოვნები ტენდერში ნომაწილეობის მსურველთათვის" თავში მითითებული დოკუმენტები.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა და პროტოკოლი:

წინადადებები მიღებულ უნდა იქნას არაუგვიანეს 18:00 საათისა თბილისის დროით, 2017 წლის 20 დეკემბერს, ელფოსტით, ან მიტანილი იყოს "აგროსერვისის" ოფისში.

ელექტრონული შემოთავაზებები უნდა გაიგზავნოს შემდეგ ელ-მისამართზე: iraklijavax@yahoo.com | ilagoshvili@gmail.com | info@agroservice.ge

ოფისში მიტანილი წინადადება მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელიც დამოწმებული იქნება ბეჭედით და მონაწილის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. კონვერტები მიტანილი უნდა იქნას "აგროსერვისის" ოფისში, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ირ.აბაშიძის 81, ბინა 4.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი