Jobs.GE



დასახელება: მოლარე-კონსულტანტი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ს მარკეტსი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / განახლდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან

"S Markets" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის თანამდებობაზე კაფე-მარკეტში.

მდებარეობა: თბილისი, რუსთავი, მარნეული, საგარეჯო, ყვარელი, ზესტაფონი, ბათუმი, გარდაბანი
გრაფიკი: 24 საათიანი, ყოველ მესამე დღეს
ხელფასი: ფიქსირებულს + ბონუსი - 350-დან 500 ლარამდე.

მოთხოვნები:

** ასაკი: 18-50 წელი
** სასურველია მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** დახვეწილი მეტყველება
** სასიამოვნო გარეგნობა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური
** გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებული
** ორიენტირებული გაყიდვებზე
** პუნქტუალურობა, დისციპლინისა და სისუფთავის დაცვა
** სხარტი აზროვნება და სწრაფი მომსახურება
** კომპიუტერული უნარები.

შესასრულებელი მოვალეობები და ფუნქციები:

** მაღაზიის მოწესრიგება
** კლიენტის მომსახურება
** მაღაზიაში მიღებული პროდუქციის დასაწყობება და თაროებზე განთავსება;
** თაროებზე არსებული პროდუქციის ფასდებულების განახლება და კონტროლი
** სამუშაო ადგილის სისუფთავის შენარჩუნება.

გრაფიკი: 24 საათიანი, ყოველ მესამე დღეს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV (სასურველია სურათით) ელექტრონულ მისამართზე: smarketsvacancy@socar.ge და ვაკანსიის დასახელებაში აუცილებლად მიუთითეთ ადგილმდებარეობა (რეგიონი), სადაც გსურთ მუშაობის დაწყება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

შპს "ს მარკეტსის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ:

** თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ს მარკეტსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის;
** შპს "სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი" თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს, შეინახავს და დაამუშავებს შემდგომში შეთავაზების გაკეთების მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე მითითებულ ელ.ფოსტაზე. smarketsvacancy@socar.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი