Jobs.GE



დასახელება: ტრენინგი ჯანდაცვის მენეჯმენტში
მომწოდებელი: VIP Intellect Group
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან

მრავალპროფილიანი სასწავლო ცენტრი "VIP Intellect Group" გთავაზობთ ტრეინინგს ჯანდაცვის მენეჯმენტში.

კურსის მიზანია: კვალიფიციური ჯანდაცვის მენეჯერების მომზადება, რომლებიც ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების ეფექტიან ადმინისტრირებას შეძლებენ.

მიზნობრივი ჯგუფები: ჯანდაცვის და სადაზღვევო ორგანიზაციების პერსონალი, ზოგადი სამედიცინო მენეჯერები, სექტორში სწრაფი კარიერული წინსვლით დაინტერესებული პირები, სტუდენტები, ამ სფეროებში დასაქმების მსურველები, რომელთაც სურთ იმუშაონ სამედიცინო დაწესებულებში მთავარ ექიმად, სამედიცინო ექსპერტად, პროგრამის კოორდინატორად, მენეჯერად, მითერად, ხარისხის კონტროლში, დაზღვევაში, სამედიცინო სოციალურ ექსპერტიზაში, ადამიანური რესურსების მართვა, რესეფშენში, ქოლ ცენტრში.

მოდულირებული პროგრამა მოიცავს: თეორიულ სალექციო კურსს, პრაქტიკულ სავარჯიშოებს, ამოცანებს, ქეისების აქტიურ ანალიზს, მომზადებას და ტესტებს.

ტრენინგი დაფუძნებულია პრაქტიკაზე და მასში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მოთხოვნები.
მსმენელები სრულად არიან უზრუნველყოფილნი აუცილებელი სასწავლო და მეთოდური მასალებით.
ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე უახლესი ციფრული საპრეზენტაციო ტექნოლოგიების გამოყენებით.
კურსის მსვლელობისას მსმენელები შეიძენენ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს.

მოდულში გაერთიანებულია:

** ჯანდაცვის მენეჯმენტი: ჯანდაცვის პოლიტიკა, სისტემის შეფასება, ჯანდაცვის ეკონომიკა, ორგანიზაციული მენეჯმენტი, ჯანდაცვის სფეროს მარკეტინგი, მართული ჯანდაცვა, ამბულატორიის მართვა და სხვა საკითხები.
** სამედიცინო ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა, ეპიდემიოლოგია, სამედიცინო სტატისტიკა, ავადმყოფობათა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საერთაშორისო სტატისტიკური კლასიფიკაცია,
** ჯანდაცვის სამართალი: ექიმის და პაციენტის უფლებები, სამედიცინო სოციალური ექსპერტიზა, სამედიცინო დოკუმენტაცია, ფორმა 100, საავადმყოფო ფურცელი..
** სადაზღვევო საქმე: ჯანმრთელობის დაზღვევა, სადაზღვევო სამართალი და სახელმწიფო და რეგულირება.
** პროექტის მართვა: სამედიცინო პროცესის კასკადის და ჯანდაცვითი პროგრამების დაგეგმვა, პროექტის მისიის და მიზნების მნიშვნელობა, ჯანდაცვის სფეროს კვლევები.
** პროგრამა ასახავს ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე შრომის ბაზრის სპეციფიურობას, მისი მართვის უახლეს ტექნოლოგიებს და თანამედროვე მეთოდებს.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი კურსი?

პროგრამა მსმენელს სთავაზობს:

** ინფორმაციას ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების, კვლევის ძირითადი მეთოდების შესახებ, არსებული ინსტიტუციების მართვასა და ლიდერობაში, ფინანსირება-ბიუჯეტირებაში, ჯანდაცვის გლობალურ და ეროვნულ პოლიტიკაში;
** ტრენინგის სხვადასხვა საფეხურის კურსდამთავრებული შეიძენს მართვის ზოგად უნარ-ჩვევებს: სერვის პლუს, ძირითადი წინააღმდეგობების გადალახვა, მართვა კრიზის დროს, ეფექტური ურთიერთობა ორგანიზაციაში,
** სამედიცინო პერსონალის მოტივაცია და ორგანიზაცია, დროის მართვის თანამედროვე მეთოდები, ადამიანური რესურსების ეფექტური მართვის მიმართულებები და ფუნქციები, კადრების შერჩევა, თანამშრომლების მოვალეობები და სუბორდინაცია, საშტატო გადაადგილების ეფექტური მართვა, ზოგადი ფსიქოლოგია, კადრების განვითარება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი, საქმიანი კომუნიკაცია, მოლაპარაკების უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის ტაქტიკა და ტექნიკა;
** გაითვალისწინეთ: სრული კურსის გავლის შემდგომ ტესტირებაში უმაღლესი შეფასების მქონე მსმენელებზე გაიცემა სარეკომენდაციო წერილი და გაივლიან სასწავლო პრაქტიკას საქართველოს დარგის წამყვან დაწესებულებებში.

საუკეთესოები პრაქტიკას გაივლიან სრულიად უფასოდ!

პროგრამის ხანგრძლივობა:

კურსი მოიცავს: 24 საათს.
კვირაში ჩატარდება: 3 ლექცია.
კურსის ღირებულება: 350 ლარი

კურსზე დარეგისტრირებისთვის შეავსეთ "მსმენელის ბარათი" http://vipintellect.ge/new/msb.php ჩვენი ვებ გვერდიდან http://www.vipintellect.ge

მის: პეკინის 28, მე-6 სართ.
ტელ: 237 19 39; 593 61 82 12; 551 196 110;
ninovipicg@gmail.com
https://www.facebook.com/vipintellectgroup
http://www.vipintellect.ge
საკონტაქტო პირი: ნინო მღებრიშვილი



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი