Jobs.GE



დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: სმაილი
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 25 დეკ

კომპანია "Smiley" საქართველოს ბაზარზეა 1995 წლიდან. კომპანიას გამოარჩევს: კადრების პროფესიონალიზმი, მომსახურების მაღალი დონე და მსოფილო ბრენდების ფართო არჩევანი.

ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "Smiley" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; შაბათი 11:00-15:00.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე;
** საბუღალტრო კურსების სერთიფიკატები ჩაითვლება უპირატესობად;
** 1C საბუღალტრო (8,2 ვერსია) პროგრამის ცოდნა;
** 1C ბაზაში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და ბიზნეს კანონმდებლობის ცოდნა სასურველია.

ძირითადი ფუნქციები:

** ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება;
** ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების (ხარჯების, ბანკის და ა.შ. ოპერაციების) განხორციელება;
** ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების პროგრამულად დამუშავება;
** სხვა დავალებების შესრულება უშუალო ხელმძღვანელის დავალებით.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@geosmiley.ge 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით. ვაკანსიის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი