Jobs.GE



დასახელება: გაყიდვებისა და სასტუმროებთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: ვენიუ კოსმეტიკს
გამოქვეყნდა: 5 დეკ / ბოლო ვადა: 5 იან

შპს "ვენიუ კოსმეტიკს" (Venue Cosmetics) სთავაზობს სასტუმროებს და მსგავსი შინაარსის მქონე ობიექტებს, სასტუმროს კოსმეტიკას და ჰიგიენურ საშუალებებს.

დაფუძნებულია 2017 წელს, ტურისტულ ბაზარზე, სასტუმროების ყოველდღიურ მოხმარებაში არსებული პროდუქციის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

კომპანიას სურს ხარისხიანი პროდუქციით ჩაანაცვლოს უხარისხო, მეტად იზრუნოს სასტუმროს იმიჯზე. კომპანია ასევე სურს, მისაღები ფასებით იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

ვაკანტური პოზიცია: გაყიდვებისა და სასტუმროებთან ურთიერთობის მენეჯერი

მოთხოვნები:

** სავალდებულოა მსგავს სფეროში გამოცდილება გაყიდვების და/ან მარკეტინგის კუთხით (ჰორეკა)
** სასურველია სერტიფიკატები გაყიდვების და ეფექტური პრეზენტაციის კუთხით
** უმაღლესი განათლება (მარკეტინგი, ეკონომიკა და სამართალი, სხვა)
** კომუნიკაბელურობა
** ენერგიულობა
** სასიამოვნო/პრეზენტაბელური გარეგნობა
** დახვეწილი მეტყველების უნარი
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point, Outlook etc.)
** ასაკი: 22-40
** სასურველია მართვის მოწმობა და ავტომობილი

ფუნქცია მოვალეობები:

** დღის გრაფიკის შედგენა და შეთანხმება მენეჯმენტთან - პოტენციური კლიენტების მიხედვით
** პოტენციურ კლიენტებთან სავაჭრო შეთავაზებების გაგზავნა ელექტრონულად
** პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო ზარების განხორციელება. ვიზიტის დროის შეთანხმება და ვიზიტი სასტუმროებთან თბილისის მასშტაბით
** პოტენციური კლიენტებისთვის სარეკლამოდ დასატოვებელი პროდუქციის და სარეკლამო მასალების წინასწარ განსაზღვრა და საწყობიდან მოთხოვნა
არსებულ კლიენტებთან კომუნიკაცია
** პროდუქციის შესახებ აზრის გამოკითხვა
** თანხების ჩარიცხვის კონტროლი, ობიექტებთან კომუნიკაცია ჩარიცხვებთან დაკავშირებით
** მონაცემთა ბაზის ყოველდღიური მართვა
** ახალი პოტენციური ობიექტების იდენტიფიცირება

ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 500 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

რეზიუმეები მოგვაწოდეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: infovenuecosmetics@gmail.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი