Jobs.GE



დასახელება: ბაზის ადმინისტრატორი/სტაჟიორი
მომწოდებელი: გლობალ თრეველი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 30 დეკ

კომპანია "გლობალ თრეველი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე, შემდგომი დასაქმების პერსპექტივით.

აუცილებელი მოთხოვნები:

** SQL syntax-ის ცოდნა;
** რომელიმე რელაციურ ბაზასთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება: PostgreSQL-ის საბაზისო ცოდნა/გამოცდილება.

მოვალეობები:

** კომპანიის კლიენტების შეკვეთების/მოთხოვნების შესაბამისი მონაცემთა ბაზების შექმნა/ადმინისტრირება;
** კომპანიის აქტიური პროექტებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზების შექმნა/ადმინისტრირება;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა და უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
** სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა მოვალეობების შესრულება;
** რეპორტინგი;
** კომპანიის შინაგანაწესის, კორპორატიული ეთიკის კოდექსის და მისთვის განსაზღვრული პოზიციისთვის კომპანიის დებულებითა და შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული მოვალეობების განუხრელად, სრულად და ჯეროვნად შესრულება.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი/გუნდის აქტიური წევრი;
** პუნქტუალური, კომუნიკაბელური, ინიციატივიანი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** სამსახურებრივი ამოცანებისა და სიახლეების მიმართ პოზიტიური და მოქნილი დამოკიდებულება;
** დროის ეფექტურად მართვის, პრიორიტეტიზაციის და სამუშაო დატვირთვის განაწილების უნარი;
** გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირების უნარი.

საბუთების მიღება:

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: cv@globaltravel.ge 2017 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით.

შენიშვნა: კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი