Jobs.GE



დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Asseco Georgia
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან

საერთაშორისო IT კომპანია ASSECO ქართულ ბაზარზე 2013 წლიდან შემოვიდა „ასსეკო საქართველოს“ სახელით და ლიდერი პოზიცია დაიკავა როგორც პროგრამული გადაწყვეტილებების, ისე IT ინფრასტრუქტურის მიმართულებებით საშუალო და დიდი ორგანიზაციებისთვის.
ასსეკოს მასშტაბური და კომპლექსური პროექტების განხორციელების უდიდესი გამოცდილება აქვს საფინანსო, განათლების, ჯანდაცვის, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციისა და სხვ. სფეროებში. ასსეკოს მონაწილეობით განხორციელდა აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყნის სახელმწიფო სერვისების ავტომატიზაცია და ელექტრონული მომსახურების დანერგვა.

ასსეკო ამჟამად 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი და ჩვენთან 21 000 - ზე მეტი პროფესიონალია დასაქმებული. ასსეკოსთვის ძლიერი გუნდის შექმნა არის უმთავრესი მიზანი. ჩვენ ვზრუნავთ თანამშრომლის პროფესიულ განვითარებაზე, ვუზრუნველყოფთ გრძელვადიან სამუშაო სტაბილურობას, ვფიქრობთ თანამშრომლის ჯანმრთელობასა და პირად კომფორტზე, ვუქმნით კარგ სამუშაო ატმოსფეროსა და გუნდურ გარემოს.

პოზიცია: სისტემური ადმინისტრატორი

ძირითადი მოვალეობები:

** ოპერაციული სისტემებისა და სერვერების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა, პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა
** მონაცემთა რეზერვაციის ორგანიზება და მართვა
** ანტივირუსული სერვერების მუშაობის მონიტორინგი
** Microsoft SQL Server- ის ინსტალაციის მართვა
** Linux - ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და მართვა
** არსებული სერვერების კონფიგურაცია და მართვა (Email, Web, DNS)
** დომეინის ობიექტების მართვა (მომხმარებლები, კონტაქტები, კომპიუტერები, ჰგუფები, პრინტერები
** ვირტუალური სისტემების კონფიგურაცია და მხარდაჭერა
** საფოსტო და ფაილ სერვერის მუშაობის მხარდაჭერა
** შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა
** ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა პერსონალისათვის
** ოფისის ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით
** მუშაობის გამოცდილება ოპერაციულ სისტემებთან: Server 2008, server 2012 (AD, DNS, Group Policy, DHCP, Terminal Server, Wsus)
** ვირტუალურ სისტემებთან VMware მუშაობის ცოდნა
** ქსელის ზოგადი პრინციპების ცოდნა
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება აღნიშნულ სფეროში
** კომუნიკაბელური, ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარით
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას
** საინტერესო და ახალი გამოწვევებით აღსავსე სამუშაოს
** კვალიფიცირებულ გუნდთან მუშაობას
** საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას (სხვადასხვა ქვეყნიდან დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად)
** მუდმივ განვითარებას
** შერჩეული ტრენინგების დაფინანსებას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** სადაზღვევო პაკეტს

თუ გაქვთ სურვილი, რომ შემოუერთდეთ პროფესიონალთა გუნდს, მიიღოთ დიდი გამოწვევები და იმუშავოთ საინტერესო ტექნოლოგიურ გარემოში, გაეცანით ვაკანსიის დეტალებს და შეავსეთ ელექტრონული მარტივი სააპლიკაციო ფორმა (რეზიუმეს/CV გამოგზავნა არ არის სავალდებულო) შემდეგ ბმულზე: https://asseco.recruiterbox.com

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 4 იანვარი.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი