Jobs.GE



დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ფარმაკინეზისი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან

ფარმაცევტული კომპანია "ფარმაკინეზისი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტების პრეზენტაცია
** პორტფელში არსებულ პროდუქტებზე სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და შესრულება
** შუალედურ მომხმარებელთან მყარი და ხანგრძლივი ურთიერთობების აწყობა
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, და/ან სამოქმედო გეგმის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველების და პრეზენტაციის კარგი უნარი
** ორგანიზებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, პასუხიმგებლობის მაღალი გრძნობა
** ინიციატივის გამოჩენის უნარი, შედეგზე ორიენტირებულობა
** შეცვლილ გარემოში ადაპტირების და გადაწყვეტილების მიღების უნარი გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ქვეყნის მასშტაბით თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა

სამუშაო გრაფიკი - დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ანაზღაურება: კონკურენტული.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გამოაგზავნონ CV ფოტოთი შემდეგ მისამართზე: info@pharmakinesis.ge და გთხოვთ დასახელებაში მიუთითოთ თქვენი რეგიონი.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი