Jobs.GE



დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: BelinQed
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ

კომპანია "BelinQed" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე HR მიმართულებით.

კომპანიის შესახებ:

** პროექტის მისია (Mission)
** დამსაქმებელისა და სოლისიტანტის შორის ნიადაგის (პლატფორმის) შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს უკვე არსებული პროცესის განვითარებას და კადრების შერჩევის არსებულ ტექნოლოგიის გაუმჯობესებას.
** პროექტის ხედვა (Vision)
** პროეკტი უზრუნველყოფს რომ დამსაქმებელს და სოლისიტანტს მიეცეს საკმარისი შესაძლებლობა რომ განაცხადის პროცესი იყოს ტრანსპარანტული, ეფექტურად, მიზნობრივად განხორციელდეს პლათფორმის მეშვეობით /დახმარებით.

პოზიცია: პროექტის მენეჯერი HR მიმართულებით

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტების სრული ციკლის მართვა (პროექტის დაგეგმვა, განხორციელების მონიტორინგი, შეფასება, დასრულება)
** პროექტის სტრატეგიული განვითარება და დაგეგმვა;
** პროექტის ფართო მაშტაბებზე გატანა და ახალი დაინტერესებული მხარეების მოძიება.
** პროექტის აღწერა, პროექტის შესრულების განრიგისა შემუშავება, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება;
** პროექტის შესრულების მონიტორინგი, პროექტის განხორციელების რისკ-ფაქტორების იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
** პროექტის განსაზღვრულ ვადებში დასრულების უზრუნველყოფა;
** პროექტის ძირითადი პარამეტრების: დროითი, ადამიანური და მატერიალური რესურსების განსაზღვრა და ოპტიმალური განაწილება;
** პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორებთან, ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** საქმიანობის შესახებ ფინანსური ანგარიშის მომზადება;
** პრეზენტაციების მომზადება და მისი წარმოდგენა ტექნიკური მიმართულებით
** შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა და დაარქივება;
** სხვადასხვა სახის რეპორტების წარმოება;
** დოკუმენტების გაგზავნის უზრუნველყოფა;
** მმართველ გუნდთან და პარტნიორებთან კომუნიკაცია;
** კომპანიებთან მოლაპარაკების წარმოება და პროდუქტის შეთავაზება;
** შეხვედრების ორგანიზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში;
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება პროექტანტის პოზიციაზე (მინიმუმ 2 წელი)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.
** ინგლისურისა და რუსული ენის ცოდნა.
** ძლიერი კომპიუტერული უნარ-ჩვევები.
** აღნიშნულ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** მართვის უნარი
** დაკვირვებული,მოწესრიგებული და დისციპლინირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,სიზუსტე და კონცენტრაციის უნარი.
** კომუნიკაბელური.
** საქმის დაგეგმვისა და დამოკიდებული მუშაობის უნარი.
** პრობლემის დროულად და ეფექტურად მოგვარების უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ვაკანსია არის Part-Time და პროექტის მენეჯერს ექნება საშუალება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, თვითონ გათვალოს და დაგეგმოს სამუშაო საათები.
** ადგილმდებარეობა: არ არის მნიშვნელოვანი საიდან ჩაერთვება კანდიდატი. მთავარია უზრუნველყოფილი იყოს კომპუტერით და ინტერნეტით.
** ანაზღაურება: 1000-1500 ლარი ხელზე ასაღები თვეში. (დახარჯული სამუშაო საათებიდან გამომდინარე.)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ 2017 წლის 31 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: Belinqed@gmail.com და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება პროექტის მენეჯერი HR მიმართულებით, ასევე გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ CV-ში მითითებული ნებისმიერი არასწორი ან არასრული ინფორმაცია შეიძლება გახდეს კონტრაქტების ნებისმიერ ეტაპზე შეწყვეტის მიზეზი.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი