Jobs.GE



დასახელება: პრობლემური სესხების მართვის ოფიცერი
მომწოდებელი: ფინანსური ბიურო
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 31 დეკ

კომპანია "ფინანსური ბიურო", რომელიც თანამშრომლობს მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან, აცხადებს კონკურსს პრობლემური სესხების მართვის ოფიცრის თანამდებობის დასაკავებლად. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების პროფესიონალურ განვითარებაზე და ვუზრუნველყოფთ მათ დაწინაურებას, მატერიალური კომპონენტის გათვალისწინებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაოს გრაფიკი: სრული სამუშაო დღე, სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია ინდივიდუალური გრაფიკის შემუშავება

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** დასმული ამოცანების შესასრულებლად ყველანაირ მხარდაჭერას, სწავლების და ტრეინინგ-სემინარების ჩატარების ჩათვლით;
** მაღალ საბონუსე სისტემას (წარჩინებულ თანამშრომლებზე გათვალისწინებულია დამათებითი წამახალისებელი პრემიები).

სამუშაოს აღწერა:

** დავალიანების დაფარვის მიზნით პრობლემურ კლიენტებთან, მათ თავმდებებსა და დაკავშირებულ პირებთან კომუნიკაციის განხორციელება;
** პრობლემური კლიენტების და მათი თავმდებების ქონების მოძიება;
** საჭირო დოკუმენტაციის დამზადება და დახარისხება;
** მონაცემთა დამუშავება და ანალიზი;
** ჯგუფის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტი;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS Outlook);
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა.

კონკურსი ჩატარდება გასაუბრების სახით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@fbureau.ge 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პრობლემური სესხების მართვის ოფიცრის (თბილისი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი