Jobs.GE



დასახელება: შრომის უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 22 დეკ

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მუდმივი ინფორმირებულობა შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე და დარგის სიახლეებზე;
** მონაწილეობა შრომის უსაფრთხოების სტანდარტებისა და სახელმძღვანელოების პერიოდული განახლებაში კანონმდებლობის და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად;
** წინადადებების ინიცირება და ღონისძიებების დაგეგმვა კომპანიაში შრომის უსაფრთხოების კულტურის გამყარების მიზნით;
** საშიშროებების განსაზღვრა და რისკების შეფასება ოპერაციების უსაფრთხოდ განხორციელების მიზნით;
** რისკების პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება;
** რეგულარული ვიზიტი საიტებზე შრომის უსაფრთხოების ნორმების შესრულების კონტროლის მიზნით;
** ინციდენტების დოკუმენტირება და მათი ანალიზი;
** შრომის უსაფრთოხების ინსტრუქტაჟების რეგულარულად ჩატარება;
** ხელმძღვანელობასთან რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური;
** უპირატესობა მიენიჭება შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე კანდიდატს;
** მსგავს პოზიციაზე მუშობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** შრომის უსაფრთოხების რეგულაციებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ძლიერი კომუნიკაციის და ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ქართული და ინგლისური ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@georgianwater.com არა უგვიანეს 2017 წლის 22 დეკემბრისა. გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი