Jobs.GE



დასახელება: 1C პროგრამისტი
მომწოდებელი: ბიდიო სოლუშენსი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / განახლდა: 6 დეკ / ბოლო ვადა: 18 დეკ

კომპანია "ბიდიო სოლუშენსი" კომპანია BDO-ს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებაა, რომელსაც ბაზარზე ყოფნის 12 წლის მანძილზე საქართველოს ლიდერ კომპანიებთან 600-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. BDO Solutions-ი ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების SAP -ის და 1C-ის უმსხვილესი პარტნიორია საქართველოში.

კომპანია BDO Solutions აცხადებს 1C პროგრამისტის ვაკანსიას.

ვაკანსია: 1C პროგრამისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. თარხნიშვილის ქ. #2, ვერე ბიზნეს ცენტრი
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი, 09:000 - 18:00, ერთი საათი შესვენება

ფუნქცია/მოვალეობები: 1C:Enterprise 8 პლატფორმის გამოყენებით Windows, Web და Mobile აპლიკაციების შექმნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში
** 1C:Enterprise 8 პლატფორმის მექანიზმების კარგად ცოდნა
** 1C:Enterprise 8 სისტემაში პროგრამისტად მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება
** 1C:Enterprise 8-ის დანერგვის ან შემუშავების პროექტებში მონაწილეობა
** სასურველია 1C -ის მართვად ინტერფეისთან მუშაობის გამოცდილება
** რუსული ენის კარგად ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** კომპანიაში არსებული სტანდარტების სწრაფი ათვისება
** მოთხოვნების ანალიზის და კარგი კომუნიკაციის უნარი
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე hr@bdo.ge და გთხოვთ, Subject-ში მიუთითოთ "1C პროგრამისტი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 18.12.2017 .

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ჩვენს ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით, რათა სამომავლოდ, შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. გთხოვთ, მოგვწეროთ, თუ არ ეთანხმებით აღნიშნულ პირობას.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი