Jobs.GE



დასახელება: ტენდერი პრობლემური აქტივების მართვაზე
მომწოდებელი: პროკრედიტ ბანკი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 15 დეკ
თანდართული ფაილი: 160201-pcb-tender.zip

სს "პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც იურიდიულ და ფიზიკურ პირებს საბანკო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. "პროკრედიტ ბანკი" საქართველოში 1999 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული აქვს BB რეიტინგი, რომელიც საქართველოში ყველაზე მაღალი შესაძლო რეიტინგია. "პროკრედიტ ბანკი" საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 3 კონტინენტზე მდებარე ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს აერთიანებს. პროკრედიტ ჯგუფს სათავეში უდგას პროკრედიტ ჰოლდინგი (მაინის ფრანქფურტი, გერმანია). პროკრედიტ ჰოლდინგსა და პროკრედიტ ჯგუფს ზედამხედველობას უწევს ფინანსური საზედამხედველო ორგანო (BaFin), რომელიც პროკრედიტ ბანკების სანდოობისა და სტაბილურობის გარანტია.

"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ტენდერს პრობლემური აქტივების მართვაზე საქართველოს მასშტაბით.

თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:

** ტენდერის ძირითადი მოთხოვნები;
** სააპლიკაციო ფორმა;

დაინტერესებულმა პირებმა დალუქულ კონვერტში უნდა წარადგინონ:

** ფასები სატენდერო მოთხოვნის შესაბამისად (იხ. თანდართული ფაილი);
** ანგარიშსწორების პირობები;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
** შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (იხ. თანდართულ ფაილში);
** ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს (დღგ და ა.შ.);

აღნიშნული მომსახურების კონტრაქტისთვის გამარჯვებული კომპანია ვალდებულია გახსნას ანგარიში "პროკრედიტ ბანკში".

გთხოვთ, დალუქულ კონვერტზე მიუთითოთ:
** თქვენი კომპანიის დასახელება;
** საკონტაქტო ინფორმაცია (პასუხისმგებელი პირი, ტელეფონი და ელ. ფოსტა);
** ტენდერის დასახელება;
** მიმღები განყოფილების დასახელება (ფინანსური კონტროლის ქვეგანყოფილება);
** წარწერა: "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ მოაწერეთ ხელი და დასვით თქვენი კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე.

შემოთავაზების შემოტანის ბოლო ვადაა: 15 დეკემბერი, 2017 წ. (18:00-მდე).

სატენდერო წინადადება მოგვაწოდეთ შემდეგ მისამართზე: ალ. ყაზბეგის გამზ. 21 და განათავსეთ ბანკის პირველ სართულზე არსებულ ტენდერების ყუთში

ტენდერში მონაწილე კომპანია ვალდებულია, პროკრედიტ ბანკის საიტზე (http://www.procreditbank.ge) გაიაროს რეგისტრაცია (დაადასტუროს ტენდერში მონაწილეობის მიღება).

ტექნიკურ/ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ნიკოლოზ სარალიძე
სესხების რიქავერი და სასამართლოსთან ურთიერთობის ქვეგანყოფილების უფროსი
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
ტელ.: (+99532) 2202222 (1270)
E-mail: nikoloz.saralidze@procreditbank.ge

ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ, მიმართოთ:

ნინო პირმისაშვილი
შესყიდვების ქვეგანყოფილება
ტელ.: (+995 32) 2202222 (1578)
ს.ს. "პროკრედიტ ბანკი", საქართველო
სათაო ოფისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 21, თბილისი 0160
E-mail: tenders@procreditbank.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი