Jobs.GE



დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: კლინიკა მედი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ

კლინიკა "მედი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის თანამდებობაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკის, მარკეტინგის ან მენეჯმენტის განხრით;
** მინიმუმ 1 წლის გამოცდილება შესაბამის პოზიციაზე ან შესაბამისი პროფილის კომპანიაში;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასიამოვნო გარეგნობა;
** ეფექტური მუშაობის უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაციის უნარ-ჩვევები;
** უნარ-ჩვევები საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით;

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და საინტერესო სამსახურს ამბიციურ და პროფესიონალ გუნდთან ერთად;
** პროფესიულ წინსვლასა და განვითარებას.

დაინტერსებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით ელ-ფოსტაზე info@medi.ge 20 დეკემბრამდე. CV ფოტოსურათის გარეშე არ მიიღება. გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემის დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება, მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი