Jobs.GE



დასახელება: კურსები არქიტექტორებისთვის და კონსტრუქტორებისთვის
მომწოდებელი: Cubicon
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან

"კუბიკონის სასწავლო ცენტრი" იწვევს სამშენებლო და არქიტექტურის ფაკულტეტების კურსდამთავრებულებს და დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ასევე მაგისტრანტებს და დაინტერესებულ პირებს სასწავლო კურსებზე:

** სასწავლო კურსი კონსტრუქტორებისთვის;
** სასწავლო კურსი არქიტექტორებისთვის;

სასწავლო კურსის განმავლობაში სტუდენტი კონსტრუქტორების/არქიტექტორების დახმარებით დაამუშავებს ერთი კონკრეტული შენობის პროექტს საძირკვლიდან გადახურვამდე, თანამედროვე სამშენებლო ნორმების და ნახაზების გრაფიკული გაფორმების საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და საბოლოოდ გამოუშვებს სამშენებლო ალბომს.

სასწავლო ცენტრის ძირითადი მიზანი არის შევძლოთ აღმოვაჩინოთ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდები და მივცეთ შანსი დასაქმდნენ კომპანია კუბიკონში ან პარტნიორ საპროექტო და სამშენებლო კომპანიებში.

პირობები:

** ნახაზების დამუშავება იწარმოებს AutoCAD-ის გამოყენებით (კურსზე დასასწრებად საკმარისია AutoCAD-ის საბაზისო დონეზე ცოდნა);
** სასწავლო კურსზე მსმენელები მიიღებიან გასაუბრებით;
** კურსის ხანგრძლივობა 8 კვირა;
** ლექციის ხანგრძლივობა 2 სთ. და 15 წთ. კვირაში 2-ჯერ;
** სასწავლო კურსის ღირებულება 500 ლარი (გადახდა შესაძლებელია 2 ეტაპად);
** სასწავლო კურსს გაუძღვებიან მოქმედი კონსტრუქტორები და არქიტექტორები, რომლებსაც აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება;
** კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი;
** წარჩინებული კურსდამთავრებულები მიიღებენ დასაქმების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე info@cubicon.ge გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ სასწავლო კურსის დასახელება რომელზეც გსურთ რეგისტრაცია. შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ აღნიშნულ ელ.ფოსტაზე ან ეწვით FB გვერდს: კუბიკონის სასწავლო ცენტრი/Cubicon Education Center-https://www.facebook.com/CubiconEC/



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი