Jobs.GE



დასახელება: Unity დეველოპერი
მომწოდებელი: Appscorp
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 25 დეკ

კომპანია "Appscorp", რომელიც ქმნის მობილურ თამაშებს საერთაშორისო ბაზარზე, აცხადებს ვაკანსიას Unity დეველოპერის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** არსებული თამაშების შესწავლა და მათი განახლება/განვითარება
** ახალი თამაშების შექმნის პროცესში მონაწილეობის მიღება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება: Unity-ზე დეველოპმენტში
** გამოცდილება პროგრამირებაში (C#)
** შექმნილი ნამუშევრების წარმოდგენა ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრობლემების დროულად მოგვარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
** Multi-tasking რეჟიმში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სრული სამუშაო განაკვეთი 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შესვენება 1 საათი (დასვენების დღეები შაბათი-კვირა).
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების კვებას
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის დაზღვევას.

ანაზღაურება შეთანხმებით, გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@helixnebulacapital.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი