Jobs.GE



დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ნექსია თიეი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან

კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიის NEXIA International-ს საქართველოში.

კომპანია "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: საბურთალო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა, Photoshop-ის ცოდნა
** ინგლისურის მაღალ დონეზე ცოდნა; სასურველია რუსულის ცოდნა

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** მარკეტინგული/საკომუნიკაციო სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავება, წარდგენა, შესრულება;
** სარეკლამო პოლიტიკის შემუშავება, ახალი პროგრამების განხორციელება;
** სარეკლამო ღონისძიებების, საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედია გეგმის შემუშავება;
** მომხმარებლებთან უკუკავშირის უზრუნველყოფა
** სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა და კრეატიული სამუშაოს - სარეკლამო კონცეფციების, სლოგანების, დიზაინებისა და სხვა მასალების შემუშავება
** სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდისა სტრუქტურის და შინაარსის მართვა;
** სოციალური გვერდების მართვა (Facebook, Twitter, Linkedin)
** რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევების ჩატარების ორგანიზება და მართვა
** საპრეზენტაციო მასალების და წერილობითი ანგარიშების მომზადება/წარდგენა მენეჯმენტისთვის;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კრეატიული
** აქტიური
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** ორგანიზებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მარკეტინგის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი