Jobs.GE



დასახელება: საკონსულტაციო განყოფილების მენეჯერი
მომწოდებელი: ნექსია თიეი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან

კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო აუდიტორულ და საკონსულტაციო კომპანიის NEXIA International-ს საქართველოში, რომელიც ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის გამარჯვებული გახდა და "2017 წლის კომპანიის" წოდება მიიღო 115-ზე მეტ ქვეყანასა და 250-ზე მეტ კომპანიას შორის.

კომპანია "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას საკონსულტაციო განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 საათამდე
სამუშაოს ადგილმდებარეობა: საბურთალო

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბიზნესის კონსულტაციების კუთხით მუშაობის გამოცდილება
** ბიზნეს გეგმებზე მუშაობის გამოცდილება
** სხვადასხვა ტიპის ბიზნეს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება
** ფინანსური ანალიტიკის კუთხით გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების პროფესიულ დონეზე ცოდნა
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ორგანიზაციის სახელით კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება
** ბიზნეს პროექტების ორგანიზება და განხორციელება
** ინფორმაციის შეგროვება, კლიენტების ბიზნესის შესახებ სხვადასხვა მეთოდებით
** შეხვედრა დამკვეთთან, პრობლემატური საკითხების გამოვლენა და ამ საკითხების გადაჭრის გზების მოძიება
** კლიენტებისთვის სხვადასხვა სფეროში ბიზნეს კონსულტაციების გაწევა
** კლიენტებისთვის ბიზნეს გეგმების შედგენა
** საკონსულტაციო ჯგუფის ხელმძღვანელობა

პიროვნული თვისებები და უნარები:

** მენეჯერული თვისებები
** ანალიტიკური აზროვნების, მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის უნარი
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** აქტიური
** კრეატიული
** ორგანიზებული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge და წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "საკონსულტაციო მიმართულების მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი