Jobs.GE



დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ნექსია თიეი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან

კომპანია "ნექსია თიეი" (Nexia TA) არის წამყვანი საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიის NEXIA International-ის წარმომადგენელი საქართველოში.

კომპანია "ნექსია თიეი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული, 10:00-19:00 ორშაბათი-პარასკევი.

ფუნქციები და მოვალეობები:

** პროგრამაში ოპერაციების ასახვა;
** ზედნადებების ატვირთვა;
** აქტიური ზედნადებების დასრულება;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში და გადარიცხვების განხორციელება;
** ხელშეკრულებების და საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
** ხელფასების აღრიცხვა და დებიტორების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება.

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:

** ეკონომიკური/ფინანსური განათლება;
** განათლება: სასურველია ACCA და საგადასახადო კოდექსის შემსწავლელი კურსი;
** Excel-ის პროფესიულ დონეზე ცოდნა, Word-ის მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (ფინანსური ტერმინოლოგია);
** სასურველია მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტერის;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** ინსტრუქციებისა და პროცედურების დაცვა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@nexia.ge და წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ბუღალტერი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი