Jobs.GE



დასახელება: ტენდერი საბანაკე მომსახურებით მიწოდებაზე
მომწოდებელი: World Vision
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 12 დეკ
თანდართული ფაილი: 160164-wv.zip

World Vision International-ის ფილიალი საქართველოში აცხადებს ტენდერს საბანაკე მომსახურებით მიწოდებაზე.

სამუშაოს აღწერილობა:

** ზამთრის საბანაკე მომსახურების მიწოდება 80 ადამიანისთვის კვებითა და დაბინავებით;
** მონაწილეთა საცხოვრებელი გარემო უნდა იყოს კომფორტული, უსაფრთხო - დაცული ტერიტორია (ცხოველებისგან, უცხო პირებისგან), სუფთა სველი წერტილებით, ცხელი და ცივი წყალი, ხელმისაწვდომი იყოს სუფთა სასმელი წყალი, მუდმივი დენის წყარო.
** თითოეული მონაწილე უზრუნველყოფილი იყოს 3-ჯერადი სრულფასოვანი კვებით, მაღალკალორიული საკვებით (მენიუ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან);
** საბანაკე ტერიტორია უნდა მოიცავდეს დახურულ საცხოვრებელ შენობას, სასადილო სივრცეს გათვლილი სტუმართა რაოდენობაზე, მინიმუმ 2 სატრენინგო სივრციდან 5 სატრენინგო სივრცემდე , სველი წერტილის რაოდენობა გონივრულად შესაბამისობაში სტუმართა რაოდენობასთან და საპირფარეშოს.
** საბანაკე ტერიტორიაზე არ უნდა იყვნენ სხვა დამსვენებლები
** საბანაკე ტერიტორია განთავსებული უნდა იყოს არაქალაქური ტიპის დასახლებაში;
** პრეტენდენტმა ბანაკი უნდა უზრუნველყოს სათანადო რაოდენობის შესაბამისი სამზარეულო ინვენტარით;
** საბანაკე ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირველადი უფასო სამედიცინო მომსახურებით და სამედიცინო მეთვალყურეობით ყოველდღიურად;
** მომსახურების გაწევის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან ან 15 იანვრიდან 2018 წლის 15 თებერვლამდე.
** საბანაკე ტერიტორიაზე დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ყველა ზომა (არ უნდა არსებობდეს სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ადგილები, ღია დენის სადენები, გადასავრდნი ან სხვა ტიპის რისკის შემცველი ადგილები). უახლოესი სამედიცინო დაწესებულება უნდა მდებარეობდეს საბანაკე ტერიტორიიდან მაქსიმუმ 25 წუთის სავალ მანძილზე;
** მომწოდებლემა არ უნდა დაუშვას ბანაკის ტერიტორიაზე ნებისმიერი სახის ცივი ან ცეცხლსასროლი იარაღი, ასვე ნებისმიერი სახის ალკოჰოლური სასმელი;
** ბანაკის ტერიტორიაზე არ უნდა დაუშვას უცხო პირების შეღწევა;
** პრეტენდენტმა შემსყიდველს უნდა მოაწოდოს იმ კონკრეტული პიროვნების СV,ვინც უზრუნველყოფს ბანაკის ტერიტორიაზე უსაფრთხიების წესების დაცვას და კრიზისულ ან საფრთხისშემცველ ვითარებაში უხელმძღვანელებს ბენეფიციარების ევაკუაციას ან საფრთხის წერტილიდან გარიდებას.

ტექნიკურ დავალებასთან დაკავშირებით საკონტაქტო პირია:

თამარ მეგუთნიშვილი
World Vision International-ის ფილიალი საქართველოში
კახეთი, თელავი
ძმები პაპუაშვილების #13
577 115 026

წარმოსადგენი დოკუმენტები:

დაინტერესებულმა კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

** ბიუჯეტი;
** პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სადემონსტრაციო მასალა (საბანაკე ტერიტორიის ფოტომასალა: სცხოვრებელი შენობები, მედპუნქტი, სველი წერტილები, სამზარეულო, საკვები პუნქტი და სანიტარული კვანძი);
** კომპანიის წინასწარი კვალიფიკაციის ფორმა დადგენილი ფორმის მიხედვით;
** კომპანიის გამოცდილების აღწერა/საკვანძო პერსონალის CV;
** ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული მსგავსი პროექტების ჩამონათვალი;
** სამი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია (გთხოვთ მიუთითოთ კომპანიის სახელი და თანამდებობა).
** კომპანიის რეგისტრაციის ფორმა;
** ცნობა, რომ არ მიმდინარეობს ორგანიზაციის რეორგანიზაცია/ლიკვიდაციის პროცესი;

განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტებშიWorld Vision International-ის საქართველოში ფილიალი ოფისში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:30 საათიდან 18:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე: აღმაშენებლის 61, თბილისი, საქართველო. ან გამოგზავნოთ შემდეგ E-mail-ზე: thea_kvintradze@wvi.org

განაცხადის წარმოდენის საბოლოო ვადაა 12 დეკემბერი, 2017 წელი, 18:00.

გთხოვთ კონვერტის გარეთა მხარეზე ან წერილის Subject-ში დააწეროთ ტენდერის დასახელება: "ტენდერი - საბანაკე მომსახურება 2018".



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი