Jobs.GE



დასახელება: პრისელერი/სავაჭრო აგენტი
მომწოდებელი: ბიდი კომპანი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 2 იან

სადისტრიბუციო კომპანია - შპს "ბიდი კომპანი" დაფუძნდა 2009 წელს და წარმოადგენს უკრაინული საკონდიტრო ბრენდის "Roshen" ოფიციალურ, ექსკლუზიურ წარმომადგენელს საქართველოში.

კომპანია აცხადებს პრისელერის (სავაჭრო აგენტის) ვაკანსიას.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

პირობები:

** სამუშაო საათები: 8:30-18:00.
** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით.
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა.
** ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი.

აუცილებელი მოთხოვნები:

** საკუთარი მსუბუქი ავტომანქანის ყოლა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 6 თვე.
** ქონებრივი უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებული ქსელის მართვა.
** ახალი ობიექტების მოძიება, ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა.
** მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** მოლაპარაკებების წარმოება კომპანიის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.
** გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** პოკეტში მუშაობა.

პიროვნული უნარები და თვისებები:

** მოლაპარაკებების წარმოების, წინააღმდეგობების დაძლევის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** მიზანდასახულობა;
** მოწესრიგებულობა.
** პრეზენტაბელურობა.
** პასუხისმგებლიანობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@bdcompany.ge 2017 წლის 2 იანვრის ჩათვლით. ელ.ფოსტის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან მისი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენისა და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით. დამსაქმებელი იტოვებს უფლებას ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის კანდიდატის CV გაუზიაროს მესამე პირ(-ებ)საც.

დიდი მადლობა დაინტერესებისათვის!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი