Jobs.GE



დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 25 დეკ

შპს " სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ფუნქცია-ვალდებულებები:

** კომპანიაზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
** მგზავრების უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფა;
** საჭირო ტექნიკის, ინვენტარისა და ტვირთის ტრანსპორტირება/ტვირთის გადაზიდვის დროს ტრანსპორტირების უფლების დამადასტურებელი და მანქანის მართვასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაციის ქონა;
** ტვირთვის ტრასპორტირების შემთხვევაში ლოჯისტიკის განყოფილების შესაბამისი ოპერატორის ინფორმირება სასაქონლო ზედნადების შესაბამის პორტალზე ატვირთვის მიზნით;
** მასზე რიცხული სატრანსპორტო საშუალების ყოველდღიური შემოწმება, დაზიანების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება და დროული პროფილაქტიკა;
** სამუშაო პროცესში ჩართვამდე უფროსი კოორდინატორისგან საგზურის ფურცლის მიღება და სავალდებულო სამედიცინო შემოწმების გავლა;
** უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაცვის ვალდებულება;
** მგზავრების გადაადგილების წესების დაცვის ვალდებულება;
** ტვირთის გადაზიდვის წესების დაცვის ვალდებულება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მძღოლის კომპეტენცია/კვალიფიკაციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** მართვის მოწმობა/მართვის გამოცდილება (b,c,e, კატეგორიის ფლობა);
** საგზაო მოძრაობის წესების სრულყოფილი ცოდნა;
** საავტომობილო გზებზე უსაფრთხოების ნორმების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის სრულყოფილი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი