Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰოლდინგი პალიტრა მედია
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 29 დეკ

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. "პალიტრა მედია ჰოლდინგი" აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ-კომერცია.

მოვალეობები:

** ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და მართვა;
** ახალი კლიენტების მოზიდვა და მათთვის პროდუქტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** მუდმივი კავშირი კლიენტებთან, მათთვის სიახლეების გაცნობა;
** პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00.
** სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ.#49

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@palitra.ge და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 29 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი