Jobs.GE



დასახელება: ინტერნეტ გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჰოლდინგი პალიტრა მედია
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 20 დეკ

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას ინტერნეტ გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

"პალიტრა მედია ჰოლდინგი"-ს პროფესიონალთა გუნდი 1800 თანამშრომლისგან შედგება, რომელიც 22 წელზე მეტია ქმნის მაღალხარისხიანი პროდუქტებისა და მომსახურების ფართო სპექტრს ასიათასობით მომხმარებლისთვის. "პალიტრა მედია ჰოლდინგი" აერთიანებს 23 წევრ კომპანიას. ჰოლდინგის ძირითადი მიმართულებებია: განათლება, წარმოება, მედია, წიგნების მაღაზიათა ქსელი, სტამბა და ელ. კომერცია.

მოვალეობები:

** პოტენციური დამკვეთების მოძიება;
** მოლაპარაკებების წარმოება, შეხვედრების დაგეგმვა;
** ინტერნეტ რეკლამის სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვა;
** გაყიდვების სისტემაში მუშაობა.

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

პირობები:

** ანაზღაურება: 400 ლარი + ბონუსი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00;
** ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. #49.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე vacancy@palitra.ge და "subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 დეკემბერი.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი