Jobs.GE



დასახელება: მომსახურების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: გადაზიდვების კომპანია Meganet
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 4 იან

საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია შპს "მეგანეტი" აცხადებს ვაკანსიას მომსახურების გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** კომპანიის არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა;
** შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
** საქმიანობის შედეგზე ორიენტირება, ყოველდღიური დავალებების შესრულება;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საერთაშორისო გადაზიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი;
** გაყიდვების და მოლაპარაკების წარმოების ცოდნა;
** ქართულის, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მაღალ დონეზე;
** საოფისე პროგრამებთან (Microsoft Office) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** სამუშაოს დაგეგმვის და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: სრულ განაკვეთით 10.00-18.00 საათამდე.
** გამოსასვლელი დღეები: შაბათი-კვირა.
** ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) - ფოტოსურათით, ელ. მისამართზე: sale@meganet.ge. ელ. მისამართის სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი