Jobs.GE



დასახელება: ჟურნალისტი
მომწოდებელი: Makler.ge
გამოქვეყნდა: 1 დეკ / ბოლო ვადა: 1 იან

უძრავი ქონების კომპანია "Makler.ge" მოხარულია, შემოგთავაზოთ ვაკანსია უძრავი ქონების საინფორმაციო, ონლაინ პორტალის ჟურნალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს ძირითადი მიმართულებები:

** წესების წიგნად აკინძვა
** კომპანიაში არსებული წესების გრამატიკულად გასწორება.
** კომპანიის ვიდეორგოლებისთვის ტექსტების მომზადება
** სხვადასხვა ორგანიზაციული დოკუმენტების მომზადება
** მენეჯმენტის დახმარება ორგანიზაციულად მნიშვნელოვან საკითხებში.
** სხვადასხვა ორგანიზაციული დოკუმენტების მომზადება, წესების წიგნად ქცევა
** უძრავ ქონებასთან დაკავშირებული სტატიების თარგმნა და მათი საიტზე განთავსება
** ინტერვიუების მომხადება უძრავი ქონების შესახებ.

აპლიკანტის სავალდებულო ცოდნა, უნარები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
** ქართულ ენაზე გრამატიკულად, გამართულად წერის უნარი
** უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საფუძვლების ცოდნა
** სტატიის (ნიუსი) ახალი ამბების გამართულად წერის უნარი
** წყაროებთან პროდუქტიული კომუნიკაციის უნარი, ინფორმაციის მოპოვების, ანალიზის, დამუშავების და გადაცემის უნარი;
** მონაცემების ვიზუალიზაციის ცოდნა (დიაგრამები, გრაფიკები)
** უცხოენოვანი საიტებიდან უძრავ ქონებასთან დავაშირებული ინფორმაციის მოძიებისა და თარგმნის უნარი
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PPT);
** ახალი მედიის ინსტრუმენტების ფლობა;
** დროის მართვის უნარი. ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა, დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** ენერგიულობა;
** პოზიტიურობა;
** პროაქტიულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** უპირატესობად ჩაითვლება ბეჭდურ მედიაში მუშაობის გამოცდილება და რუსული და ინგლისური ენების უმაღლეს დონეზე ცოდნა.

სამუშაოს ტიპი: დისტანციური.
შესარჩევი კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად: რეზიუმეების (CV) გადარჩევა; გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, სამოტივაციო წერილთან ერთად, ასევე, მოგვმართოთ დამატებითი ინფორმაციისათვის, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@realtor.ge და/ან ეწვიოთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდს: http://www.makler.ge

კომპანიის ოფისის მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 66.
სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00/18:00, შაბათი 11:00/16:00.
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 1.
შრომის ანაზღაურება: მოლაპარაკების საფუძველზე ჟურნალისტის მოთხოვნის შესაბამისად.

კომპანია "Makler.ge" გთავაზობთ:

** ყველაზე, ყოველთვის და ყველაფრის მიუხედავად, აქტუალურ, თანამედროვე და საინტერესო სამუშაოს;
** მაღალი, ფიქსირებული და ამასთან, მზარდი ანაზღაურების შესაძლებლობას;
** პროფესიულ განვითარებას და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს, კეთილგანწყობილ, მეგობრულ და ახალგაზრდა გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობას.

გახდი საქართველოში წამყვანი უძრავი ქონების კომპანიის ბიზნეს პარტნიორი!
ჩაერთე 14-წლიან, წარმატებულ საქმიანობაში!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი