Jobs.GE



დასახელება: ავტოლიზინგის სესხის ოფიცერი
მომწოდებელი: პროფაინანსი
გამოქვეყნდა: 4 დეკ / ბოლო ვადა: 3 იან

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "პროფაინანსი", რომელიც არის პოლონური საერთაშორისო კომპანიის შვილობილი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ავტოლიზინგის სესხის ოფიცრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო გრაფიკი
კონტრაქტის ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, 3 თვე გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებით
ანაზღაურება: 500 ლარი ხელზე და ბონუსი (რომელიც გეგმის შესრულების შემთხვევაში იქნება მინიმუმ 500 ლარი)

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტების მოზიდვა, სესხის დამუშავება, გაცემა;
** საკრედიტო პროდუქტების კლიენტისთვის გაცნობა, შეთავაზება;
** ავტო დილერებთან, იმპოერტიორებთან და ავტო კომპანიებთან მჭიდრო ურთიერთობა და მათი მოძიება;
** რისკების შეფასება და კომიტეტზე განხილვა;
** ვადაგადაცილებული სესხების მართვა;
** კლიენტებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** აღნიშნულ სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** გამართული მეტყველების და კარგი კომუნიკაციის უნარი
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე
** მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომობილი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 3 იანვარი, 2018 წ.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: info@profinance.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ლიზინგის სესხის ოფიცერი".

გასაუბრებაზე დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი