Jobs.GE



დასახელება: ფილიალის მმართველი - ხაშური
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 30 ნოე

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის თანამდებობაზე ხაშურის ფილიალში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 15 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** საბონუსე სისტემას;
** პრემიალურ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს.

ძირითადი მოვალეობები:

** საკრედიტო პორთფელის და ოფიცრების მართვა უშუალოდ ფილიალში;
** დადგენილ ლიმიტში სესხების დამუშავება და პორთფელის შექმნა (საჭიროების შემთხვევაში);
** საკრედიტო პორთფელის რისკების მართვა ყოველდღიურად;
** ჩართულობა საკრედიტო პროდუქტების გაყიდვაში;
** კლიენტთა მომსახურების ხარისხის კონტროლი;
** საკრედიტო კომიტეტზე გამოტანილი საქმეების საიმედოობასა და უტყუარობის უზრუნველყოფა;
** ვადაგადაცილებულ სესხებზე რეაგირება და პრობლემების მოგვარების ოპტიმალური გზების ძიება;
** ყოველთვიური ანგარიშების მომზადება დადგენილ ვადებსა და განსაკუთრებული მოთხოვნების შემთხვევაში;
** სალაროს მეურნეობის მართვა და გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ეკონომიკური/ფინანსური განათლება;
** ფინანსებისა და მენეჯმენტის ცოდნის სათანადო დონე;
** სანიმუშო პიროვნული თვისებები (პუნქტუალობა, არაკონფლიქტურობა, მაღალი პასუხისმგებლობა, პრინციპულობა, ანალიტიკური უნარი და ა.შ.);
** ძირითადი კომპიუტერული და სპეციალური პროგრამების კარგად ცოდნა;
** გუნდური მუშაობა და შედეგზე ორიენტაცია;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს 2017 წლის 30 ნოემბრის 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა: https://goo.gl/forms/UwFRvLPN35BB2bF83

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი