Jobs.GE



დასახელება: მძღოლი - ბორჯომი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 19 ნოე
თანდართული ფაილი: 158282-crystal-app-form.zip

ს/ს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას "კრისტალი" ესაჭიროება მძღოლი საკუთარი ავტომობილით ბორჯომის ფილიალში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 15 სერვისცენტრის მეშვეობით.

ძირითადი მოთხოვნები განცხადების წარმომდგენის (მძღოლის) მიმართ:

** ავტომანქანის მართვის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ჰქონდეს მართვის მოწმობა;
** ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების უნარი, კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალურობა, გუნდურობა, არაკონფლიქტურობა, მოსმენის უნარი;
** პუნქტუალობა, აკურატულობა, პრინციპულობა;
** ღია და გამჭვირვალე ურთიერთობები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას;
** ქართული ენის კარგად ფლობა; გამართულად და გასაგებად საუბრის უნარი;
** რეგიონებში მგზავრობის შესაძლებლობა.

ძირითადი მოთხოვნები ავტომობილის მიმართ:

** უცხოური (არასაბჭოთა) ავტომობილი - კარგ მდგომარეობაში;
** საწვავის მაქსიმალური წვა: 100კმ - 11 ლიტრი;
** ავტომობილის ასაკი: 2000 წლიდან;
** ავტომობილის ტიპი: მსუბუქი, ოთხკარიანი;
** სასურველი მარკა და მოდელი: მერსედესი, C კლასი.

დაინტერესებულმა პირებმა 2017 წლის 19 ნოემბრის 17 საათამდე უნდა შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი