Jobs.GE



დასახელება: მშენებლობის მენეჯერი - ბათუმი
მომწოდებელი: ბათუმი პარადაისი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 24 ნოე

შპს "ბათუმი პარადაისი" აცხადებს ვაკანსიას მშენებლობის მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.

მდებარეობა: ბათუმი
განაკვეთი: სრული
სფერო: მშენებლობა/უძრავი ქონება
გამოცდილება: გამოცდილი/სპეციალისტი

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** მშენებლობის პროცესის მართვა და ყოველდღიური მონიტორინგი;
** საჭირო მასალების მოძიება დადგენილ ვადებში;
** შესყიდული მასალების მიწოდების პროცესის სწორი დაგეგმვა და კონტროლი;
** სამშენებლო მასალების დასაწყობების სისტემის შექმნა და ზედამხედველობა;
** კონტრაქტით გათვალისწინებული თანამშრომლების ზედამხედველობა;
** ხარისხის კონტროლის პროცედურების დაცვა;
** ტექნიკური დავალებების და განფასების მომზადება;
** შეთანხმებული ვადების მკაცრი დაცვა;
** შეთანხმებულ ვადებში შესრულებული სამუშაოს აღწერა და რეპორტინგი;
** სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოების ნორმების დანერგვა და დაცვა;
** დაგეგმილი ბიუჯეტის შესრულებაზე ზედამხედველობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი განათლება სამშენებლო / მშენებლობის მართვის, საინჟინრო / საინჟინრო მართვის ან სამოქალაქო / სტრუქტურული საინჟინრო განხრით.
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება.
** ინგლისური ენის ფლობა (რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.
** გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული.
** კომპანიის ზრდაზე ორიენტირებული.

დამატებითი ინფორმაცია:

საწყისი ხელფასი 1500 ლარი, სამთვიანი გამოსაცდელი პერიოდით, და შემდგომში ზრდის და ბონუსური სისტემის შემუშავების პერსპექტივით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@batumiparadise.com 2017 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ კვალიფიციური კანდიდატები.

პირველადი გასაუბრების ჩატარება ასევე შესაძლებელი იქნება დისტანციურად, სკაიპის მეშვეობით.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი