Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების ოფიცერი - ზუგდიდი, ხობი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 10 ნოე / ბოლო ვადა: 19 ნოე

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ოფიცრის თანამდებობაზე ზუგდიდის და ხობის ფილიალებში.

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 15 სერვისცენტრის მეშვეობით.

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო და საბონუსე სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით;
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;

ძირითადი მოვალეობები:

** კრისტალის პროდუქტებით დაინტერესებული პოტენციური კლიენტების მოძიება/მოზიდვა;
** პოტენციური კლიენტისათვის პირობების გაცნობა, პროდუქტის უპირატესობების წარმოჩენა და კლიენტის დაინტერესება;

"კრისტალი" ეძებს მათ ვინც არის:

** მიზანდასახული და ენერგიული
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარის მქონე
** ორგანიზებული და შედეგებზე ორიენტირებული
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარის მქონე

და ვისაც აქვს:

** სრული ან არასრული უმაღლესი განათლება (ნებისმიერი სპეციალობა) დამამთავრებელი კურსის სტუდენტები;
** საშუალო ან პროფესიული განათლება;

დაინტერესებულ პირებს 2017 წლის 19 ნოემბერს 17:00 საათამდე შეუძლიათ შეავსონ თანდართული სააპლიკაციო ფორმა https://goo.gl/forms/UwFRvLPN35BB2bF83

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი