Jobs.GE



დასახელება: ტენდერი ჰიგიენური საშუალებების პროდუქციის შესყიდვაზე - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ფინკა ბანკი საქართველო
გამოქვეყნდა: 10 ნოე / განახლდა: 14 ნოე / ბოლო ვადა: 22 ნოე
თანდართული ფაილი: 158267-finca-wc equipment.zip

სს "ფინკა ბანკი საქართველო" მიკროსაფინანსო ჰოლდინგის "FINCA Microfinance Holdings" (FMH) გლობალური ქსელის ნაწილია. "ფინკა ბანკს" ძლიერი საერთაშორისო ფინანსური პარტნიორები ჰყავს, როგორიცაა: FINCA International (USA), საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC, World Bank Group) (USA), KFW Bankengruppe - გერმანიის განვითარების ბანკი, FMO - ნიდერლანდების გაერთიანებული ბანკი, responsAbility Social Investments AG, და Triple Jump. სს "ფინკა ბანკი საქართველო" დღეისათვის 36 სერვის ცენტრის საშუალებით საბანკო მომსახურებას უწევს 100 000-ზე მეტ მომხმარებელს ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

"ფინკა ბანკი საქართველო" აცხადებს ტენდერს: ჰიგიენური საშუალებების პროდუქციის შესყიდვა და ჰიგიენური საშუალებების ინვენტარი (თბილისსა და რეგიონებში).

ხელშეკრულება დაიდება 1 წლის ვადით.

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა მათ მიერ წარმოდგენილ შემოთავაზებაში უნდა გაითვალისწინონ შემდეგი აუცილებელი პირობები:

** ინვენტარის დროებით სარგებლობაში უსასყიდლოდ გადაცემა და მონტაჟი, როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე "ფინკა ბანკის" სერვის ცენტრებში (ადგილმდებარეობის ჩამონათვალი იხ. მიმაგრებულ ფაილად).
** ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში დაზიანებული ინვენტარის შეკეთება/შეცვლა.
** ხარისხიანი პროდუქციის მოწოდება.
** შეკვეთილი პროდუქციის მიწოდება ადგილზე ოფისების მისამართებზე.
** პროდუქციის მოწოდება ინვოისის წარდგენიდან არაუგვიანეს 1-2 დღეში.
** პროდუქციის ღირებულების შესაბამისობა ინვოისსა და სასაქონლო ზედნადებს შორის.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

** კატალოგი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი პროდუქციის დასახელება და ერთეულის ფასი;
** თქვენს მიერ შემოთავაზებული ინვენტარის კატალოგი
** ჩვენს მიერ მოთხოვნილ პროდუქციაზე სრულად შევსებული დოკუმენტი (პროდუქციის დასახელება, ქაღალდის მეტრაჟობა, შეწოვადობა, რამდენ ფენიანია და დაფასოებული თხევადი საპნის ლიტრაჟობა);
** ინვოისისა და პროდუქციის მოწოდების ვადები;
** პროდუქციის ღირებულება ლარში (დღგ-ს ჩათვლით) და ანგარიშსწორების პირობები;
** საჭირო დოკუმენტები, შეკვეთის მიღებისა და მოწოდების პროცედურა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

ჰიგიენური საშუალების პროდუქციის ჩამონათვალი იხილეთ დანართში.

გთხოვთ, ტენდერის მასალები მოგვაწოდოთ დალუქული კონვერტით მისამართზე: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71, მე-3 სართული, ოფისი 12 - ს.ს. "ფინკა ბანკი საქართველო" სათავო ოფისი.

კონვერტზე უნდა მიუთითოთ მონაწილე კომპანიის დასახელება ასევე, ტენდერის სახელწოდება და მოათავსოთ დალუქულ სატენდერო ყუთში.

შემოთავაზების შემოტანა შესაძლებელია ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა 09:00-დან 18:00-მდე, 2017 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

სს "ფინკა ბანკი საქართველო" ახორციელებს საქმიანობას უმაღლესი ეთიკური და პროფესიული სტანდარტების მიხედვით და ბანკის შიდა წესების მიხედვით, ბანკის თანამშრომელს და/ან მასთან დაკავშირებულ პირს არ შეიძლება ჰქონდეს პირდაპირი ან არაპირდაპირი ფინანსური ინტერესი ბანკის რომელიმე კონტრაჰენტთან (ინტერესთა კონფლიქტი). აღნიშნულის გათვალისწინებით, ტენდერში მონაწილე კომპანიასა და ბანკის თანამშრომელს და/ან მათთან დაკავშირებულ პირებს შორის არ უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტი.

დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: procurement@finca.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2017 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი